სულაკაური არჩილ
გაზიარება

ქარი ვერაფერს დააკლებს სიტყვას 

ქარი ვერაფერს დააკლებს სიტყვას,
მაინც ნურასდროს ნუ მიენდობი ქარებს...
მძიმეა,
როცა პოეტი გკითხავს:
- ნეტავ რომელი საუკუნეა გარეთ?

რას ეტყვი,
ანდა რა უნდა უთხრა,
იგივე მზეა და იგივეა მთვარე.
პოეტი შფოთავს და მძიმედ სუნთქავს:
- ნეტავ რომელი საუკუნეა გარეთ?

ო, ეს არ არის საუბრის თემა,
ეს სარჩულია -
საუბრის შიდა მხარე.
პოეტი თავის სიზმრებში კვდება:
- ნეტა რომელი საუკუნეა გარეთ?!

ბოლოს ის მოგლავს,
რითაც სულს ითქვამ,
ნელდება ქარი, ნელდება მზე და მთვარე
და არასოდეს მარცხდება სიტყვა...
- მაინც რომელი საუკუნეა გარეთ?!

??????