სულაკაური გიგი
გაზიარება

* * * ბიძია ხორცო! 

...Uncle meat...
F. Zappa

ბიძია ხორცო!
დაგინახე ჩემს წითელ მამალში,
რომელიც ყველა ჩვენგანში ცხოვრობს
და გვაოცებს თავისი ყივილით!
ბიძია ხორცო!
ხმაურით დაეშვი წვიმასთან ერთად!
ბიძია ხორცო!
გადმოიღვარე ღვინის ბოთლიდან!
იქეცი კვამლად,
რომ შეგისუნთქოთ და
გავიშავოთ შენით ფილტვები.
ბიძია ხორცო!
ძველისძველი ლოზუნგივით დაეწერე
ჩვენს თვალებს ასე:
"მთელი ძალაუფლება - ბიძია ხორცს!"
შეუძვერი საწოლში ბებიებსა და
მათსავით ჩამჭკნარ ბაბუებს.
გადააქციე საკრავებად და
მანამ უკარი,
ვიდრე არ მოვა
გამთიშველი საკრებულოთა...
ვისთანაც შენაც არაფერი ხარ,
ბიძია ხორცო!

??????