სხილაძე გოჩა
გაზიარება

ქეთის 

ქეთი ქარია შორი აქედან
ქედს რომ გადუფრენს თეთრი ქედანით
დანისლულ დღეთა ფორიაქიდან
გულს ძირს დახრიან ახალბედანი
სანამ მზემ ქეთი დღე გაანათა
გულანათალი ჩანს ორქიდეა
არის კრიალი ვერცხლის დანათა
ჩემი სიცოცხლე ბნელის კიდეა
შენი მშვენების დანაშაულის
სასწაულია ვარდთა დაცვენა
მერე შენს თვალებს მზე გადაუვლის
მზე ჩვენ რომ ღამით აღმოგვაცენა
უფალს შეასმენს როს ღაღადებას
საღამოს ქარის გრილი საყდარი
მთვარით ვარდების გაღადღადებას
აღარ შეხედავ შენ გულგამტყდარი
ჯვარის გზა არი არუნარეკლო
გულში არეკლე ლია, რახელი
რა მაღალია ხედავ სამრეკლო
რა მაღალია უფლის სახელი.

??????