სხილაძე გოჩა
გაზიარება

შეხვედრა 

რა უბრალოდ იხსნებიან
გულის ცრემლის საგუბრები
რა უბრალოდ იწყებიან
ნია შენთან საუბრები

სიზმრებიდან მოჩანს გზები
გზები შენთან დაუბრების
თვალებიდა შუქი კრთების
ნიამორის და ნუკრების

მეშინია ჟამის ფრთების
და სიბნელის დამუქრების
რა უბრალოდ იწყებიან
ნია შენთან საუბრები

??????