სხილაძე გოჩა
გაზიარება

ცრემლების კლდე 

ვიცი ნია ეგ თმები
ცით ვარდების დაშვების
გლიცინიად ენთები
ფრთებს დაჰყვები შაშვების

გულს გრჩენია ტაროსი
ზღვებად ატორტმანება
ხმები ამ სამყაროსი
კვიპაროსის ზმანება

და ცრემლების კლდეები
ვარსკვლავთა დაცალების
უნიათო დღეები
ჩემი გარდაცვალების

??????