ღურჭუმელიძე მანანა
გაზიარება

ფრანსუაზა - ფრანსუას 

                        ვუძღვნი ტ. ჭანტურიას

დაეხტება შემოდგომის ნისლის ფერი ურცხვი დღეები
და კუდმოწყვეტილ უნასივით მიირკალება;
მე რომ ვგლოვობდი,
იმ საათის ჩამოჰკრა ზარმა,
გამა სონეტი იგალობეს კახპა ქალებმა.
"ვიყავი ისეთი ლამაზი და
ვიყავი ისეთი სასურველი,
გამომყვა თბილი სუნთქვა საწოლიდან
შენზე ოცნებაში გავსულელდი.
საკინძეს ვისწორებდი, ვიმორცხვებდი,
ზეცა საზმანები გიქე მე,
მერე - ხათრი ვეღარ გაგიტეხე,
ბუჩქებში... ძველებურად მიგემე.
ლექსები წამიკითხე ბოდლერის და
უცებ გავიხსენე მოლიერი, -
ვიყავი კაბაწამოხდილი,
მგესლავდა შავი მორიელი.
ეს კაბა, ლილისფერი, ვარდნაფენი,
მოწმე ჩვენი წრფელი ალერსის,
ისე გათხელდა და გაიცრიცა,
მგონი კოცნის ხმაც კი არ ესმის"...
სენის ნაპირზე, "წითელ არვესთან",
ჩამოწვა სმოგი,
დღეს ვიღას ახსოვს, კახპების გიჟო,
ეგ შენი ურვა!...
- მოვედით, ფრანსუა, გაიღვიძე, გველის პარიზი,
მექანიკური სანაგვე ურნა.
. . . . . . . . . . . . . . . .
შემოწოლილი გაზაფხულის სუნთქვა მაძალებს
ლექსები ვწერო,
სადღაც მიაფრენს ჩემს თეთრ ლეჩაქს
ცალფეხა წერო.

??????