ყუბანეიშვილი კოტე
გაზიარება

* * * დავრწმუნდი რომ ღვთის განგება დიდია 

დავრწმუნდი რომ ღვთის განგება დიდია
ნერვებს უკვე ვერაფერი ამიშლის
უშუქობაც ვატყობ ფეხზე მკიდია
რადგან ლექსის წერაში ხელს არ მიშლის
ენა ჩემი სამოთხისკენ ხიდია
აზრიც მუდამ რითმის დევნას არ იშლის
და ერთ სტროფად სული გაუყიდია
აბამს მკითხველს ისე როგორც ქალიშვილს
მგონი დროა ტორმუზს ფეხი ვაჭირო
ან რამდენი ლექსი უნდა დავწერო
ლექსის წერა ჩემთვის არის საჭირო
საკუთარი ცხოვრება რომ აღვწერო
და პირადი რომ გადმოვცე განცდები
ამიტომაც წარმატების გარანტი
რადგან მუდამ რითმას ვეძებ არ ვცდები
არის ჩემი პოეზიის ტალანტი
სანამ გახსნი კარგად უნდა დახუფო
თავის გარდა არც ეძებო სხვა მტრები
ადამიანს როცა გინდა დაღუპო
ყველა უნდა შეუსრულო ნატვრები
სანამ შეკრავ კარგად უნდა გაშალო
რაღა რჩება ქვეყნად გასაკვირველი
და თუ არ გსურს მარად დარჩე საშვალო
ნუ ეცდები ყველგან იყო პირველი.

??????