ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

ლექსპრომტი “ში” თანდებულის თემაზე 

პატარა თითი - პატარა ცხვირში
დამჭკნარი ხელი - ჭაღარა თმაში
ხეფრენი - პირამიდაში
ჭია - თურაშაულში
ალპინისტი - კარავში
ბოჩოლა - თოვლში
ჯაბა იოსელიანი - მეხუთე იზოლატორში
სერჟანტი - სანგარში
ასდოლარიანი - ჯიბეში
ნიორი - ხაშში
ბუნტი - პარლამენტში
ტურ ჰეიერდალი - ოკეანეში
ასი მილიარდი - ოცნებაში
ბურთი - ბადეში
განმარტებები - სქოლიოში
ბერი - სენაკში
დარდი - გულში
შხამი - ღვინოში
დანა - ზურგში
შევარდენი - ცაში
შევარდნაძე - სახლში
წვიმა - კისერში
თესლი - მიწაში
ყვავილი - წიგნში
ბაკსი - ჯიბეში, სული - სამოთხეში

ორიანი - მატრიკულში
რეზინი - ტრუსიკში
მთვარე - ღრუბლებში
ქიშმიში - ფლავში
რძე - ძუძუში
ძუძუ - ბუზჰალტერში
ბაკსი - ჯიბეში, სული - სამოთხეში

ჭიქა არაყი - კათხა ლუდში
გასტროლები - გრანდ-ოპერაში
ბომბი - მერსედესში
ბზარები - კედელში
შარი - ლუზაში
ატმები - შამპანურში
კოვზი - ნაცარში
ბაკსი - ჯიბეში, სული - სამოთხეში

პილპილი - ლობიოში
შიზოფრენია - გენებში
ნემსი - ვენაში
ფეხები - ცხელ წყალში
ბაკსი - ჯიბეში, სული - სამოთხეში.

??????