ბულისკერია მანონი
გაზიარება

*** "მე უკვე ვიცი" ექსკლიუზივი

მე უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვუკვდე დედას.
სად უნდა ვსდიო საკუთარ თავს,
როცა ყველგან ასე ადრეა...
არ მინატრია, გაზაფხული თვითონ მოვიდა,
ფიქრივით თავზე წამომადგა დილასისხამზე.
ესეც შენი სასოწარკვეთა.
ახალმა სევდამ გამოჟონა თვალებიდან თუ
ჩემი სახის ფერმა შეგაკრთო?!

??????