ბულისკერია მანონი
გაზიარება

*** "მე გეტყვი" ექსკლიუზივი

მე გეტყვი, ცაო, თუ დამიჯერებ,
იმან გაგწირა დღესაც, ვინც ასე
გეიმედება... შენი სილურჯე
სულ ჩამოზიდა წვიმამ მიწაზე.
და მიხარია, მწვანე მინდორზე
ვდგავარ და გამღვრევ თეთრი ხელებით.
აგაწიოკე... უკვე დღეიდან
ვერ გადმომხედავ ყელმოღერებით,
ვერ მეტყვი, ცა ვარ, გამეცალეო...
შენ სიამაყემ შენმა დაგცარა.
განრისხდი, ცაო, ხომ ხედავ, წვიმამ
მიგატოვა და ჩემზე გაგცვალა.

??????