ბოსტაშვილი ვასილ
გაზიარება

*** "როდესაც" ექსკლიუზივი

როდესაც
მტრედს ვაჭმევ,
შენ გიმასპინძლდები
და დილის ცვარივით
ველი მზის მოფენას...
სინათლევ,
მდუმარეს დღეს ისე მჭირდები,
რომ მიჭირს
მიწაზე უშენოდ მოთმენა...
ზეციურ სიმშვიდით
ცხოვრებას გპირდები,
ცად მთვარის შუქივით
ჩამოლღვა მოწყენა...
სულს ვეღარ კვებავენ
მარტოდენ სიტყვები,
წყვდიადი განქარდა
ნაჭუჭისოდენა.

??????