ბუკოვსკი ჩარლზ
გაზიარება

მოქაჩე თოკი და თოჯინა ამოძრავდება (მთარგმნელი: ზვიად რატიანი) 

ყველას უნდა ესმოდეს,
რომ ყველაფერი შეიძლება გაქრეს,
კატა, ქალი, სამსახური,
წინა საბურავი,
საწოლი, კედელი, ოთახი.
ყველაფერი, რაც ასე აუცილებელია,
სიყვარულის ჩათვლით,
დგას ნაყარ მიწაზე
და ნებისმიერ მიზეზს -
სულერთია, რამდენად განუზოგადებელს -
ვთქვათ, ახალგაზრდა კაცის სიკვდილს სადღაც, ჰონკონგში,
ან ქარიშხალს ომაჰამაში,
შეუძლია დააჩქაროს თქვენი დაღუპვა:
რაც მსხვრევადია თქვენს გარშემო, ყველაფერი ჩამოილეწა
და აფეთქდა სამზარეულოს იატაკზე -
მეგობარი გოგო შემორბის,
თქვენ კი დგახართ, მთვრალი, ნამსხვრევებში,
ის შემოგკივით: რა ხდება? რა ხდება?
თქვენ კი ჩურჩულებთ: არ ვიცი,
არ ვიცი...

??????