გოლუბი მიროსლავ
გაზიარება

მცირე მსჯელობა მოხუცისა და ურმის შესახებ (მთარგმნელი: შალვა ბაკურაძე) 

მოცემულია მოხუცი და მოცემულია ურემი
განვიხილოთ სისტემა:მოხუცი და ურემი
სისტემა გადაადგილებისა მიწაყრილიდან ქვამდე
ქვიდან ტყისაკენ
და ტყიდან ჰორიზონტის მიმართულებით
ჰოროზონტი ეს ადგილია სადაც იფიტება მზერა
და ხსოვნა იწყება
ამ დროს კი თავად სისტემა გადაადგილდება
მუდმივი სიჩქარით
მუდმივ ტრაექტორიაზე
მუდმივ სამყაროში
და მუდმივი ბედით
თავისთავად აღმდგენი საკუთარი აზრისა და იმპულსების
ეს შედარებით დამოუკიდებელი სისტემაა
სივრცეში ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე
მოხუცი ურმით უცვლელია 

ასე იბადება ერთხელ და სამუდამოდ:
მსოფლიო საზომი ერთეული
ერთეული გზისა ორივე მიმართულებით
ერთეული შემოდგომის
ერთეული "პური ჩვენი არსობისა"
ერთეული ქარისა და დაბალი ცის
ერთეული სახლისა შორეთში
ერთეული "როგორც ჩვენ მივუტევებთ"
ერთეული მიმწუხრის
ერთეული ნაკვალევისა ფერფლზე
ერთეული ცხოვრების სისავსისა
ამინ

??????