ვულფი თომას
გაზიარება

* * * მოულოდნელად ვგრძნობ (მთარგმნელი: ლელა სამნიაშვილი) 

მოულოდნელად ვგრძნობ: ჩემში ვიღაც ჩაკარგულა
და მე დაგეძებ
და გდევნი, გდევნი
ვიდრე არ შეწყვეტ - მშიერო, ჩემი თვალების დევნას.
მე უდაბნოში მომესმა შენი ფეხის ტყაპუნი,
შენი ჩრდილი დავინახე მკვდარ ქალაქებში,
შენი სიცილი წკრიალებდა ცოცხალ ქუჩებში,
მაგრამ ვერსად ვერ მოგიხელთე.
და ახლა, ჩემთვის ფოთოლიც არ იშლება ტყეში,
მთებზე აღარ დავეხეტები,
ქალაქებში კარს ვერ ვპოულობ;
მხოლოდ შიგნით, ჩემს არსებაში,
ჩემს სულში რომ კონტინენტია,
იქ მივაგენი დაკარგულ ენას,
დაკარგული ქვეყნის კარიბჭეს,
რომელშიც შესვლაც შემიძლია,
უცნაური მუსიკით ტკბობაც...
და იქაც ისევ, იმ სამყაროს ლაბირინთებშიც
შენ გდევნი, გდევნი მოჩვენებავ
ვიდრე - ო, ვიდრე...
ჩემი აჩრდილი ნუთუ შენ ხარ,
ბენ?
პასუხი ნუთუ ეს არის?

??????