ლორენსი დეივიდ ჰერბერტ
გაზიარება

დემიურგი 

ამბობენ, რომ რეალობა მხოლოდ სულშია,
რომ ხორციელი სიცოცხლე სიკვდილის ნარისახეობაა,
რომ ჭეშმარიტი ყოფიერება უსხეულოა,
რომ ფორმის იდეა წინ უსწრებს გაცხადებულ ფორმას.

და ეს ყველაფერი სისულელეა,
თითქოს გონებას ფსკერზე მთვლემარე დაჯავშნული
კიბორჩხალის შექმნა შეეძლოს.

ღვთის გონებასაც არ შეუძლია
წარმოიდგინოს მომავალი ყოფიერება.
დაბადებამდე იწინასწარმეტყველოს, თუნდაც იგივე კიბორჩხალის
მომავალი სხეულის იერი.

რელიგიამ ფილოსოფიაზე მეტი იცის
რელიგიამ იცის, რომ იესო არ არსებობდა,
სანამ არ დაიბადა საშოდან, არ ჭამა პური და სული,
არ გაიზარდა და არ იქცა საკვირველ იესოდ
სხეულით, მისი მოთხოვნილებებით და ელვარე სულით

??????