ლორენსი დეივიდ ჰერბერტ
გაზიარება

სამყაროს შუაგული 

ეს ზღვა არასდროს არ მოკვდება, არ დაბერდება,
მუდამ იქნება ასეთი ლურჯი და ალიონზე
მუდამ აღმართავს ქაფიან ბორცვებს,
რომ სანაოსნო გზა გაუხსნას ანძებზე ვენახშემოხვეულ და
მხიარული დელფინების თანხლებით მცურავ
დიონისეს შავ ხომალდს.

რაში მადარდებს თუ მდიდარი კომპანიების
კვამლიანი და ცრუპენტელა გემები
მექანიკურად გადაცურავენ მინოსურ სივრცეს!
ისინი მხოლოდ "გადაცურავენ", სივრცე კი დარჩება.

და რიჟრაჟზე, როდესაც მთვარე ადამიანებს ვერცხლისფრად ულაპლაპებს სხეულებს
და ქედმაღლურად დაჰყურებს ? >?,
ვხედავ კნოსოელთა ხომალდებიდან ჩამომავალ
ტანწვრილ და შიშველ მამაკაცებს,
მათ იერუცვლელ არქაულ ღიმილს.
ისინი იქვე, მომცრო კოცონის ირგვლივ სხდებიან
და დაკარგული ენების მუსიკას ისმენენ.

და მინოსური ღმერთები და ფინიკიელი ღმერთები
პირზე ღიმილით განაგრძობენ მარადიულ საუბრებს
და დიონისე ახალგაზრდა უცხოელი
დგას და პატივისცემით ყურს უგდებს მათ

??????