პასტერნაკი ბორის
გაზიარება

* * * აქ მე ხაზს ვხედავ (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

აქ მე ხაზს ვხედავ, საიდუმლოს ფრჩხილით გავლებულს.
ჯობს ავხსნა დილით, ადრე, სანამ დამთენებია.
ახლა კი, ვიდრე საწოლში ვარ, ჩემს შეყვარებულს
ისე ვეხები, რომ სხვას არც კი მოლანდებია.

მე ვეხებოდი, შეხებია თითქოს ბაგეებს
სპილენძი, თითქოს ტრაგედიას დარბაზს ახებენ.
კოცნა ჯერ ზაფხულს მაგონებდა მერე შმაგები
შეუდგებოდნენ ქარიშხალთა შეხმიანებას.

ვსვამდი ჩიტივით. ვისრუტავდი თავდავიწყებით.
ყელში ციმციმით ვარსკვლავები გადადიოდნენ.
ბულბულიც მიწყივ თვალებს ლულავს, როდესაც იწყებს
წვეთწვეთად შესმას შუაღამის ზეცის წყვდიადის.

1918
წიგნიდან "თემები და ვარიაციები"

??????