პასტერნაკი ბორის
გაზიარება

* * * სახელის გათქმა მძიმე რამ არის (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

სახელის გათქმა მძიმე რამ არის,
ასე ვერა და ვერ ამაღლდები,
ნუ გადაიქცევ არქივს სამარედ,
ნუ აგაღელვებს ეს ქაღალდები.

გზა ქმნადობისა არს თავდადება
და არა ტაში ხარხარა ლხინზე.
ნუ ხარობ, ფუჭი რომ არ მჟღავნდება,
რის გამოც სოფელს გაკვრიხარ პირზე.

თვით არ დაირქვა დიდი სახელი,
იცხოვრე ისე, რომ გათეთრდები
უკან მოგდევდეს სივრცის ძახილი
და მოგეგებონ მომავლის ხმები.

უნდა დატოვო თეთრი ლაქები,
ოღონდ ბედზე და არა ქაღალდზე,
როცა საწუხი და არსაქები
დაილექება დროთა ნაქარგად.

უსახელობა არის საფარი,
კვალზე გაშლილი უკუნის კალთა,
როგორც თეთრ ნისლში მწოლი მთა-ბარი,
რომელსაც თითი ვერ მიაქვს თვალთან.

კვალს ვინმე მაინც გაყვება მარჯვედ,
გაჩხრეკს შენს განვლილს ალბათ ერთიან,
მაგრამ დამარცხდი, თუ გაგიმარჯვდა,
შენ ნუ გაარჩევ, ეგ სულერთია.

ნურცერთ ნამცეცით, ქრთილისოდენით,
შენსას ნუ დათმობ სახეს და იერს,
მაგრამ გახსოვდეს, სიცოცხლე შენი
დარჩეს ამ ქვეყნად მრავალჟამიერ.

1956

??????