პასტერნაკი ბორის
გაზიარება

ქარი (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე) 

მე გავილიე. შენ ისევ დახვალ.
მტირალი ქარი ჩივილით, სახვრით,
არყევს ტყეებს და აგარაკს ახლის
არა თითო ხეს განცალკევებით,
არამედ ერთად, მთლიანად კორომს
და სივრცეების უსაზღვროებას,
როგორც ფელუგის ცარიელ კოლოფს,
მთვლემარს ყურეზე განმარტოებით.
და დაძრწის განა თარეშის გამო
მიუსაფარი და მაწანწალა,
ის ეძებს შენი ნანინასათვის
აკვანზე სათქმელ სიტყვების გალას.


1953

??????