პეტრარკა ფრანჩესკო
გაზიარება

* * * სიზმარში ფრთებს ვშლი, ვიცრემლები ნათლის წინაშე (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

სიზმარში ფრთებს ვშლი, ვიცრემლები ნათლის წინაშე,
ხან უდაბნოებს დავასკდები, როგორც ისხარი
და, რასაც ციდან დამარისხებს ხმა ნარისხალი,
ტალღებზე ვწერ და ციხე-კოშკად ვაგებ სილაზე.

მატყვევებს შენი სათნოება, შენი სინაზე,
ბნელში ვბორგავ და, ბორგნეული, მზისკენ ვიჩქარი,
ვინძლო დავცე და და-ცა-ვლეწო ზამთრის ჭიშკარი, -
შენ რომ ჩამიხშე სულსა შიგან და ჩამირაზე.

და მივფრენ ასე, აღმაფრენა ცასაც უხარის,
მომყვება წლები ზღვა ცრემლის და ზღვა საწუხარის
და გაღმა დგანან ბრალეულნიც და უბრალონიც.

დრო კი კვლავ ბრუნავს, ცისიერო, შენ რომ წარეც და
შენს სილამაზეს ამიჯნურებს ჩემს სიმწარესთან,
ვიდრე კვლავ შეგვყრის საქორწინოდ ნავი ქარონის...

??????