რუდაქი
გაზიარება

აბა რა მოხდა? (მთარგმნელი: მაგალი თოდუა) 

ამ სასახლეში
მიქეიფია,
სმით და ღრეობით შემიძრავს თაღი,
აქ ამირათა
და ხელმწიფეთა
აღმაზევეს და გამხადეს ლაღი.
დღეს იგივე ვარ,
სასახლეც იგივ,
იგივ ქალაქი და იგივ ბაღი.
აბა რა მოხდა,
სანაცვლოდ შვების
საიდან გაჩნდა ეს ვნების დაღი?

??????