რუჟევიჩი თადეუშ
გაზიარება

* * * ვწერდი ერთ საათს ან იქნებ ერთ წამს (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

ვწერდი ერთ საათს ან იქნებ ერთ წამს
მთელი საღამო და მთელი ღამე
სიბრაზისაგან ვთრთოდი და უხმოდ
საკუთარ თავის პირისპირ ვიჯექ
თვალცრემლიანი
ვწერდი სულ ვწერდი
დაუღალავი
უცებ შევნიშნე
ხელთ არ მჭერია თურმე კალამი.

??????