სენდბერგი კარლ
გაზიარება

ლუქსი (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი) 

მივემგზავრები ექსპრეს-ლუქსით, ერთ-ერთი იმ მატარებლით, ჩვენს
ეროვნულ სიამაყეს რომ წარმოადგენს.
ცისფერ ნისლში, შებინდებულზე, პრერიას კვეთს თხუთმეტი ფოლადით
შეჯავშნული ვაგონი, რომლებშიც შეყუჟულა ათასი მგზავრი
(ყველა ვაგონი ჯართადა და ჟანგად იქცევა და ყველა კაცი და ყველა
ქალი, მოცინარი კუპეებსა თუ რესტორანში, იქცევა ფერფლად)
მე ვეკითხები ჩემს მეზობელს, თუ საითკენ გაუწევია, და ის
მპასუხობს: "ომაჰასაკენ".

??????