სოლმი სერჟო
გაზიარება

* * * შენ ღია ცის ქვეშ მზეში დადგმული ქანდაკება ხარ (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე) 

შენ ღია ცის ქვეშ მზეში დადგმული ქანდაკება ხარ -
მუნჯი და ცივი.
მაგრამ იმავ დროს თბილი ხარ, როგორც
თვით სხივი მზისა.
უღრანი ტყე ხარ, და შენ ღამე ხარ, ზღვა ხარ, რომელიც
ღელავს და მარწევს,
რომლის მოქცევა და უკუქცევა ხან აქრობს, ხან კი
ისევ აღვივებს
ჩემს გახელებას, ჩემს გიჟურ ლტოლვას
შენსკენ, ძვირფასო!..

??????