ჯამი აბდ–ორ–რაჰმან
გაზიარება

* * * ჰე, მერიქიფევ (მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი) 

ჰე, მერიქიფევ, ღვინის ცეცხლი აღაგზნე ისე,
რაც ჩვენში არის უვარგისი, დაიწვას მყისვე.

რაც რამ ოქრო გვაქვს, დაიფეროს და გახალასდეს,
სხვას, დანარჩენს კი - დაბუგვა და დაწვა არ ასცდეს.

მოდი, მუტრიბო, მაგ სალამურს ქარის სიავით
ჩაუბერე და ყოფნის ხვავი გაგვინიავე.

ქარს გაატანე, ნალეწი და ჩელხი რაც არის,
რომ სული ფრინველს ასაკენკად დარჩეს მარცვალი.

??????