გოთუა ლევან
გაზიარება

*ბიოგრაფია (გ.ლ) 

1905 წელი. . .
10 მარტი . . . თბილისი, დაიბადაც.
1. მამა - პართენ გოთუა, წარმოშობით ძიმითიდან, იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, გაზეთ ,,ვოზროჟდენიეს'' მთავარი რედაქტორი.
დედა- ქუთაისელი, სოფიო გრიგოლის ასული კემულარია, თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი.
წერა-კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით კი ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ეზიარა სამშობლო ქვეყნის სიყვარულის უდიდეს გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი მისწრაფებანი.
მთამსვლელობამ და მოგზაურობამ ადრე აუხილა გონების თვალი. ,,ამან მომამწიფა და გამაბედვინა სამწერლო ასპარეზზე გასვლაო''.- წერდა იგი.
მწერლობის დაწყება მნიშვნელოვანი საფუძველის გარეშე არ იქნება,
საჭიროა რაღაც დიდი, სულის შემძვრელი მოვლენა. ,,აღმაფრთოვანა ჩვენი ბუნებისა და მიწა-წყლის მშვენიერებამ''-ო, გვამცნობს იგი.
ლევან გოთუა, ბუნებით და მოწოდებით მოგზაური, ნაცადი მთამსვლელი იყო, რომელმაც არაერთი მაღალი მწვერვალი დალაშქრა საქართველოს მთიანეთში. თურმე საოცარი მიმზიდველობის ძალს გააჩნია მწვერვალს. იგი უჩინარი მიზიდულობით ეწევა თავისაკენ ადამიანს. ისეთ ჟინს ჩაუდგამს მუხლებსა და გულში, რომ ადამიანი კარგავს ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის უნარს და ეძლევა მწვერვალზე ასვლის სურვილს.
მწვერვალიდან ერთი გადმოხედვა თურმე მთელ სიცოცხლედ ღირს!
1937 წელს Aალიოშა ჯაფარიძის მეთაურობით ათი მთამსვლელი შესდგომია შავანას სიმაღლეს. ერთი იმათგანი ლევან გოთუა არის. სწორედ სიმაღლიდან დანახულმა საუცხოო სამშობლომ გააბედვინა დაეწერა პირველი ნაწარმოები და მისცა ბიძგი მწერლობისაკენ. ,,ხდედალეულნი'' იწყებს მის შემოქმედებას, სადაც აქვს აღწერილი შავანას მწვერვალზე ასვლა.
გარეგნობით ლევან გოთუა გახლდათ საშუალოზე კარგა მაღალი, წარმოსადეგი, ბრგე მოყვანილობის, თეთრყირმიზი, ბუბუნა ხმის პატრონი, დაფანჩულწარბება, ხუჭუჭთმიანი, სულიერად კი ნამდვილი ვაჟკაცი, თავისი ხალხის დიდად მოყვარული, ჭეშმარიტი მამულიშვილი. იგი ძალზე გამრჯე კაცი, დაუღალავი მშრომელი, დიდად განსწავლული მწიგნობარი,
ქართული მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში ერთობ გონებაგაწრთვნილი.
,,საერთო სწავლასთან ერთად დავეწაფე ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლას''- ამბობს იგი ავტობიოგრაფიაში. საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნა გამოიჩინა მან ისტორიული დრამებისა, მოთხრობებისა და რომანების შექმნისას. მეფე ერეკლე თუ დავით აღმაშენებელი, სამსახეობა რაინდისა თუ მითრიდატე, ალექსანდრე კახთა მეფე თუ კრწანისი-შედეგი იყო
საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნისა..
,,ძირითადად ვმუშაობ პროზაში, როგორც ყველაზე უფრო ტევად ჟანრში.''
ლევან გოთუამ პროზით მოიპოვა მკითხველის სიყვარული, რადგან ამ ჟანრში მან მონახა ადგილი ყველა გმირისა და ყველა ამბისათვის, ისინი ერთმანეთს დაუკავშირა და შექმნა მთელი წყება მოთხრობებისა, ვიდრე შეუდგებოდა ეპოპეის წერას. ლევან გოთუამ ზედიზედ დაწერა ნარკვევები, მგზავრული კრიალოსანი, მოთხრობები.. .
,,ყოველი ჩემი ახალი წიგნის გამოშვებისას ვღელავ, ვით ტრფობის პატიმარი, რომელიც ყველას წინაშე, თავის კალმის ,,ძელზე'' გასმული ელის განაჩენს!. . . წერდა შესანიშნავი მწერალი ლევან გოთუა მკითხველის წინაშე
თავისი მორიგი შედევრის წარდგენის შემდეგ,- და რა დიდი ნუგეშია, რომ ასეთი გულისხმიერი და სიტყვაშორის გამგები მკითხველი გვყავს!. .. მე მჯერა, რომ გულწრფელობის ხიდი მწერალსა და მკითხველს შორის სრულიადაც არ არის ჩატეხილი და ვგონებ, ეს უფრო მკითხველის დამსახურებაა! . . ეს ჩვენ, მწერლებს უნდა გვახსოვდეს!''
ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, თითქმის მეოთხედი საუკუნე, პატიმრობაში გაატარა. იგი ,,ანტისახელმწიფოებრივი'' საქმიანობისთვის სოლოვეცკის კუნძულებზე გადაასახლეს, 1927 წელს მის საქმეს გადახედეს და პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს, რომელიც მან ვლადიკავკაზში გაატარა. 1946 წელს მწრალი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და ამჯერად 1955 წლის აგვისტომდე იმიერპოლარეთის ბანაკებში მოუწია სასჯელის მოხდამ. საქართველოს სიყვარულმა ყველა სიძნელე გადაალახვინა: ,,სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად. . . ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.''
,,მე ახლა ხანდაზმული ვარ, გადატანილი ჭირ-ვარამით მთელ ჩემს ცხოვრებაზე ბევრად უფრო ასაკოვანი და ხანდაზმული. ახლა ჩემს თავზე ექსპერიმენტებს ვეღარ ავიტან. მე მარტო ჩემი სამშობლო მინდა, რომ იქ მერგოს სასუფეველი!''

??????