ჩერქეზიშვილი ნიკა
გაზიარება

გაიხილე  

დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან, 
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა - 
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.

მე უნდა დაგტოვოთ, 
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით, 
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ, 
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.

ატანა-სატანა, 
სული და გული 
და
კიდევ რამდენია, 
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან, 
ჰოდა, 
გაიხილე,
სიკვდილო, 
გამოდი.

მორჩა და გათავდა, 
ეს არი, 
რაც არი, 
იქითაც, 
აქეთაც, 
ცხოვრება მისია, 
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი, 
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.

??????