ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ისე ლურჯი ცაც ვერ არი ექსკლიუზივი

                                      დედას

ისე ლურჯი ცაც ვერ არი...
აღარ ვამბობ მეტს!
შენი ტანჯვის მაცქერალი,
ტანჯული ვარ მეც...
რამე შეცვლის განა ხვალ-ზეგ:
პირქუშ, ჯვარცმულ დროს?
შენი ცრემლის დანახვაზე,
გულში დარდი თოვს...
მძიმე ხვედრის ვერმოთმენა
დამაწყევარს, მტერს!
გადაწურო შენ რომ რწმენა,
მეც ჩავიქნევ ხელს...
ვალში არვის აღარ ვრჩები,
რწმენით ვკურნავ შხამს!
ჩვენ რომ მართლა გადავრჩებით,
წრფელი გულით მწამს!!!

??????