ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * შავი კუბო აელვარდა კაბადონთან ექსკლიუზივი

                                  ტ.გრანელს
შავი კუბო აელვარდა კაბადონთან,
შუქით ენთო პანაშვიდზე მოლოდინი.
თეთრი ღამე მიდიაზე გაბატონდა,
როიალმა მძაფრად იგრძნო ბოროდინი.
აზიაში გლოვა იდგა აზიელთა,
ქარში ბლები იმტვრეოდნენ დრეკადები.
თუმცა დილით ქარიშხალი გაძლიერდა,
ზღვაზე მაინც მიცურავენ ფრეგატები.

??????