ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * უკვე მოლოდინიც კმარა ექსკლიუზივი

უკვე მოლოდინიც კმარა,
რწმენაც შეცვლილია დიდად...
შენგან შებრლება არა -
მხოლოდ თანადგომა მინდა!
გულმა - დაწყევლილმა მარად:
ჯვარი მოთმინებით ზიდა...
თქვენგან შებრალება არა
მხოლოდ თანადგომა მინდა!
თუმცა მოვარდნილა ღვარად:
ცრემლი - მოგონება წმინდა...
თქვენგან შებრალება არა -
მხოლოდ თანადგომა მინდა!
უკვე მოლოდინიც კმარა,
რწმენაც შეცვლილია დიდად...
თქვენგან შებრალება არა -
მხოლოდ თანადგომა მინდა!

??????