ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი? ექსკლიუზივი

აღარ გეშვება მკაცრი ზამთარი?
თვეა თებერვლის, რიცხვი ათია..
ცმული ჯვარზეა კაცი მართალი,
დღეს კარგად ყოფნა იშვიათია!
შევწუხებულვარ კიდევ სხვა რამით
(თოვლი ნელნელა დნება ტოტებზე):
ისე დამძიმდა გული ვარამით,
კარგად ვიქნები ნუთუ ოდესმე?!
* * * გულში მაინც ტკივილია რამხელა
გულში მაინც ტკივილია რამხელა,
ერთხელ ცემიც შეისმინე ღაღადი!
მომეშველე, თორემ ბედმა გამთელა,
როგორც ლეკმა დიდოელმა, ნაბადი
გულმოკლულმა ნებით დავთმე შიმშერი,
ბედიღბალმა მშვიდად ყოფნა მარგუნა...
უკვე მართლა ვერარაფრით მიშველი,
სიტყვა მაინც მომაფინე სალბუნად!

??????