ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის ექსკლიუზივი

ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის,
ცრემლებსაც ვერ ვმალავ ხანდახან...
დავკარგე ყველაფრის ხალისი,
სიკვდილსაც ვეჩვევი თანდათან!
ნუგეში მჭირდება აწი რად:
ცხოვრება ციხეა, კატორღა...
იღბალმა უღმერთოდ გამწირა,
უფალიც შემომწყრა რატომღაც!
გულშია ტკივილი მზარავი:
უბედურ ღამეთა მთეველი...
მშველელი გამოჩნდა არავინ,
არავინ არაა მრჩეველი!
იქნება მაღალი ღმერთი მცდის
ვერაფერს ვერ ვიტყვი წინდაწინ...
იმედის გარეშე (მეც ვიცი):
სიცოცხლე ჯვარცმაა პირდაპირ!
ჩემს გულში მარადჟამს ქარი ქრის,
ცრემლებსაც ვერ ვმალავ ხანდახან...
დავკარგე ყველაფრის ხალისი,
სიკვდილსაც ვეჩვევი თანდათან

??????