ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ადრე დავკარგე ჭირისუფლები ექსკლიუზივი

                                   ნ.სამადაშვილისადმი
ადრე დავკარგე ჭირისუფლები,
ჩემს დარდს არავინ იყოფს.
მინ მასარგებლებს იმის უფლებით,
რომ ბედნიერი ვიყო.
უცებ დასცვივდა ტირიფს ფურცლები,
თოვლი ათეთრებს რიკოთს.
ვინ მასარგებლებს იმის უფლებით,
რომ ბედნიერი ვიყო.
დასაბამიდან ტირილს ვუნდები,
ალბათ, ბედია, ნიკო.
ვინ მასარგებლებს იმის უფლებით,
რომ ბედნიერი ვიყო.

??????