ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ბავშვობა - ხის ტოტზე შემჯდარი ექსკლიუზივი

ბავშვობა - ხის ტოტზე შემჯდარი,
ლამაზი, პატარა ჩიტი -
იმგვარად გაფრინდა ღმერთმანი,
თითქოს ქვა მესროლოს მისთვის.
გაფრინდა უსაზღვრო სივრცეში,
ვითარცა მერნები მზისკენ.
ბავშვობა (სულს ეშმაკს მივცემდი),
რომ დაბრუნდებოდეს ისევ.

??????