ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ლოცვით მოღლილი მოლანი ექსკლიუზივი

ლოცვით მოღლილი მოლანი,
გადაევლო ზღვა ვილებს.
საფლავს თეთრი ყორანი
შავს მოაფენს ყვავილებს.
გლოვა ისე განახლდა,
ბოლოს მკვეთრი პაუზის.
საუკუნეს თან ახლდა:
სისხლის სავსე აუზი.
ბინდი მოსავს გონებას,
მეუფლება ღრმა შიშ.
ცისკენ მიდის რგოლებად:
ლურჯი კვამლი ჰაშიშის...

??????