ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * მოლოდინის წამი ექსკლიუზივი

მოლოდინის წამი...
სინანულის განცდა...
გადარეცხავს ჟამი
აურაცხელ განძთა.
ოცნებასაც ფერადს
დაედება მტვერი.
შეაშფოთებს მზერას
დანგრეული ტევრი.
ყორნისფერი ნისლი
გადანისლავს ტაოს.
გაამძაფრებს სისხლი
უსასრულო ქაოსს.

??????