ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * ებრძვი ტკივილს, გრიგალებს ექსკლიუზივი

ებრძვი ტკივილს, გრიგალებს,
დარდი წვეთავს შხამად.
ბედი როდის გიგანებს,
რას გაიგებ ამას.
ვის სჭირდება გმირობა,
ვინ გიფასებს ლოდინს.
გულში ძველი ჭრილობა
პირს შეიკრავს როდის?!
რჩება მაინც უცვლელი,
ბევრ რამეზე დარდობ:
აღარც ლექსი გულწრფელი,
არც კაცები სანდო...
ბედი როდის გიგანებს,
რას გაიგებ ამას.
ებრძვი ტკივილს, გრიგალებს,
დარდი წვეთავს შხამად.

??????