ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * განიცდიდა რასაც სული ექსკლიუზივი

განიცდიდა რასაც სული,
კიდევ კარგი გაძელი.
მალე დგება დასასრული,
უცებ ქრება ნათელი.
ჰოდა, აღარ გიხარია,
აღარც რამე გწადია.
ცხოვრება რომ სიზმარია,
ახლა უფრო ცხადია.
ყველაფერზე როგორ მძაფრად
გტკივა გული კეთილი.
დაეშვება თეთრი აფრა,
გაცივდება მზე თბილი.
განიცდიდა რასაც სული,
კიდევ კარგად გაძელი...
მალე დადგა დასასრული,
უცებ გაქრა ნათელი.

??????