ფირცხალაიშვილი თემურ
გაზიარება

* * * მოთმინება მიქეთ ექსკლიუზივი

მოთმინება მიქეთ,
გულწრფელადაც მაქეთ:
მაინც მინდა იქეთ,
აღარ მინდა აქეთ...
პოეზია - წმინდა
მაწამებდა, მწამდა!
ერთი რამე მინდა:
მართლა იყოთ კარგად...
ქვეყანაზე ვინმე
დაგიდგება გვერდით?
გლოცავთ! ღმერთმა მიმე
თქვენ გაშოროთ ბედი!
მაპატიეთ, თუკი
გაწყენინეთ რამე...
ზეცა იყო მუქი,
გულში იდგა ღამე!
მოთმინება მიქეთ,
გულწრფელადაც მაქეთ...
მაგრამ მაინც იქეთ,
კმარა ყოფნა აქეთ!

??????