ქურხული ბექა
გაზიარება

* * * რაც უნდა მოხდეს 

რაც უნდა მოხდეს წინა დღეს, როგორც უნდა მაჭყეტინებდეს ღამე თვალებს, ჩემი გადავლილი, უკან დარჩენილი "პერევალები", ჩემი აწყვეტილი, უცებ, უყოყმანოდ დაწყებული და დაუფიქრებლად, თავისით დამთავრებული თავგადასავლები, ჩემი წაგებული და მოგებული თამაშები, ჩემს მიერვე გაფლანგული, დაუზოგავად გამეტებული საკუთარი თავი და სხვისი ბავშვივით შემთხვევით კარზე მოგდებული სიცოცხლე; როგორც უნდა მაფხიზლებდეს მგელივით ზედ მოვარდნილი ცხოვრების შიში, როგორც უნდა ვიგინებოდე საკუთარი უმწეობისაგან, რა მურტალ რამეებსაც უნდა ვხედავდე ძლივს ჩაძინებული და ძილშიც თავის გადასარჩენად დაბზგრიალებული, დილით ყოველთვის მაგარ ხასიათზე ვიღვიძებ.

??????