ნახუცრიშვილი გაგა
გაზიარება

უსაქმურობა 

გამეორება დედაა ცოდნის,
რა ვქნა, ასეთი სიბრძნის არ მჯერა,
და რაკი თბილი საღამო მოდის,
უაზრობაა ლექსის დაწერა.

და დროს ასეთი უქმობა უნდა,
საქმეში აღარ არის გაჩრილი,
ის უსმენს, როგორ დადის და სუნთქავს,
უსაქმურობის დაძრწის აჩრდილი.

2005

??????