ჯაყელი ქეთი
გაზიარება

* * * უცნაურია - მივეჩვიე თანდათან წერა 

უცნაურია - მივეჩვიე თანდათან წერას -
როგორ ვეხები მწვანე ფეხით მძინარე ქუჩებს...
მოლურჯო ტანზე დამაწერენ: ,,ეძებე თოვლი”
...შენს გადაძაბულ შუბლს ვიხსენებ ხელისგულებით.

ადგეს და ყველამ თვითონ იცნოს თავისი სახლი,
თმის ბოლოებით მე ვეხები რქებივით ღრუბლებს.
მოლურჯო ტანზე მომახვევენ ნაირმალ ქათიბს
...და შენს საძებრად გამაგდებენ სახლიდან უძღებს...

??????