ჯაყელი ქეთი
გაზიარება

* * * აი, შენი შიშველი ზურგი  

აი, შენი შიშველი ზურგი
მწიფე შინდისფერ ფონზე.
აი, გატკეპნილი ბალიში
და რაღაცას ჩაჩერებული მტრედი აივანზე.
აი, მეზობლის ფეხის ხმა ჭერზე
და ახალი დღის დასაწყისი.
აი, სიცოცხლის გამოვსება დეტალებით
და მე საზღვარზე.

??????