იათაშვილი შოთა
გაზიარება

შემოდგომა. მე. 

შემოდგომა. ქუჩა.
ქარი ფოთლებს კუჭავს.
ქარი გუბეს დღვებს.
მომენატრე დღეს.

მომენატრე გუშინ.
მომენატრე ხვალ.
ამინდია კუშტი.
ქარი კედლებს ხრავს.

ცელოფანის პარკი
დაბოგინობს ურჩი.
შემოდგომა. ქუჩა.
შემოდგომა. ცა.

მომენატრე ზეგ.
მომენატრე სულ.
ქარი არბევს ხეს.
ქარი აპნევს ფულს.

ქარი ხოცავს ყველას.
ქარი ხოცავს ბევრს.
მომენატრე გვიან.
მომენატრე დღეს.

მომენატრე.
ქუჩა.
შემოდგომა.
მე….

??????