იათაშვილი შოთა
გაზიარება

მიწას ვთხრიდი 

მიწას ვთხრიდი და
ცას რას ერჩიო - მისაყვედურეს.
ცაში ავიჭერი და
როდემდე უნდა ჩიჩქნო მიწაო - შემარცხვინეს.
ჩრდილოეთით წავედი და -
დავიხუთე.
სამხრეთით წავედი და -
გავიყინე.
დასავლეთით წავედი და -
ჩალმიანებს გადავეყარე.
აღმოსავლეთით წავედი და -
დემოკრატია დამხვდა.
ფეხი არ მოვიცვალე და -
რით ვერ დაეტიე შენს ადგილასო - დამიტატანეს.
შევიყვარე და -
შემიძულეს.
შევიძულე და -
შემიყვარეს.

დალაგდა ყველაფერი.

??????