ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

* * * სატევარს გავს ალესილს 

სატევარს გავს ალესილს
ზოგიერთი ალერსი...

ან დღეს, ან ხვალ - მახვილზე,
იცი, წამოეგები -
წინასწარ გრძნობ სამოსელს
მეწამულად შეღებილს...

წყურვილი და ჟინი გკლავს
მოხვევის და შეხების,
თავისთავად გარბიან
აქეთ-იქით ფეხები.

თავისთავად გარბიან
აქეთ-იქით ხელები,
და კოცნი გაგიჟებით,
და გკოცნის გახელებით...

...სატევარს გავს ალესილს
ზოგიერთი ალერსი...

??????