ჭანტურია ტარიელ
გაზიარება

თეთრ სახლში ნამყოფი ვარ, ვაშინგტონში - არა! 

ახლავე განვმარტავ, რაშიცაა საქმე!
მოგზაურობის ტრფიალი ნამდვილად არ გახლავართ. მოგზაურობა "ზეპირად", ვირტუალური წესით უფრო მიყვარს, ვინემ "ჩენჩის" მოყვარული საქმედალეული ხალხის თანხლებით. სულ რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. აქედან ერთი - კუბაა. სწორედ კუბაში, და არა ვაშინგტონში, გახლდით თ ე თ რ ი ს ა ხ ლ ი ს დარბაზებში.
საქმე ის გახლავთ, რომ კუბის დედაქალაქში დგას თ ე თ რ ი ს ა ხ ლ ი ს ასლი. იგი, თუ გიდის მონათხრობიდან შემორჩენილი რაღაც ინფორმაცია სწორია, ამერიკის რომელიღაც პრეზიდენტს კუბის რომელიღაც პრეზიდენტისთვის (ვთქვათ, ბატისტასათვის) "უჩუქებია" კეთილგანწყობისა და მარადიული მეგობრობის ნიშნად.
გაგაოცებთ თ ე თ რ ი ს ა ხ ლ ი ს მასშტაბის სიმცირე.
ან იქნებ სულაც მისი შემცირებული მოდელი დაიდგა კუბაში! - ამდენი აღარ მახსოვს, ამის დასაზუსტებლად კიდევ დროს ნამდვილად არ დავკარგავ, რადგან ჩემი სათქმელი შეეხება არა ამერიკელ პრეზიდენტთა თ ე თ რ ი ს ა ხ ლ ს, არამედ ქართველ მეფეთა სასახლეს!
კი ბატონო, მოგვსპეს, დაგვაქციეს, გაგვანადგურეს, გაგვაპარტახეს, მაგრამ ერთი, ერთადერთი სასახლეც რომ არ დგას დღეს საქართველოში - მ ე ფ ი ს ს ა ს ა ხ ლ ე, ამის არც ახსნა შეიძლება და არც ამასთან შერიგება!
წინადადებით შემოვდივარ: ქართველ ისტორიკოსთა, არქიტექტორთა, მხატვართა, ეთნოგრაფთა, რესტავრატორთა ძალისხმევით შემუშავდეს ქართველ მეფეთა ტიპური ს ა ს ა ხ ლ ი ს (თუნდაც პირობითი ს ა ს ა ხ ლ ი ს) პროექტი და აიგოს ეს შენობა, თუნდაც როგორც სასახლე-მუზეუმი!
თუ არ მოგეწონებათ ეს აზრი, მაინც ნუ ამიხირდებით - ამ აზრამდე მეორე თ ე თ რ ი ს ა ხ ლ ი ს არსებობამ მიმიყვანა!

??????