მეშველიანი სოსო
გაზიარება

მონადირის უკანასკნელი ღამე ექსკლიუზივი

ხომ შეგიძლია, ამ განცდისგან, უფალო, მიხსნა,
თუ საშველია, მისაშველე, სანამ ვიბღავლებ!
ამ კარაბინის სამიზნეში აღებულ ჯიხვს ჰგავს,
ვიწრო ნაპრალში გაჭედილი ჩემი იღბალი.
ვიცი, ზედმეტი მომივიდა, სამი მოვკალი.
(ალბათ იმ სიზმარს, დედაჩემი ტყუილად დაწვავს)
ვუმზერ, ჩემს გასწვრივ ვარსკვლავები როგორ როკავენ,
აკეცავს დალიც, ჯურღმულებში ჩაშვებულ ნაწნავს.
თვალებში ელავს, ლამარიას მაცხოვრის ფრესკა,
საკმევლის სუნი მომაფრქვიეს მშრალმა ნისლებმა.
აქ ყველაფერი, ამ სამყაროს გაჩენის დღეს გავს...შიშით კი არა, სინანულით, სევდით ივსება
ეს ჩემი გული, რომ იცოდე, ღმერთო, მაღალო!
ვკვდები, ეს ღამე თან გამყვება გრძნეულ სიზმრებად.
ცოდვებს სულ უფრო დავიმძიმებ, ვიცი ახლა რომ
ასეთ ღამეში, ავტირდე და ცრემლი დავღვარო.

??????