მეშველიანი სოსო
გაზიარება

დედაჩემი ექსკლიუზივი

ბოსტანს დამხობილი კვნესის, რას იმღერებს
ასე უკუღმართი შვილის გადამკიდე,
ღრუბელს შეაწმინდავს მიწით დასვრილ ხელებს,
შემდეგ გარეცხავს და ქარში გადაკიდებს.
ამის შემხედვარე, გულგრილი ვერ დარჩები
პირწმინდად დამცველი წესის და ადათის,
ყოველ მზის ჩასვლისას ჩრდილი დედაჩემის,
მწვერვალებს ივლის და მყინვარზეც გადადის.

??????