ჭელიძე თორნიკე
გაზიარება

* * * "ამოაქვს კვამლი" 

ამოაქვს კვამლი ყრუ ოდის ბუხარს,
ღრუბლებს ვერ წვდება
და ტყისკენ მიდის
მხოლოდ.
მე მინდა თითებით ვუთხრა
შენს სულს და სხეულს, შენს სუნთქვას,
თითებს,
რომ როცა წასვლის დრო მოვა მერცხლის,
წვიმით და ქარით გადგება ღამე
ფანჯრებთან,
რომ არ ვიქნები,
ცეცხლი
დაანთო ჩემი ძვლებით და...
გათბე. 

??????